საქართველოს ხელისუფლების ქმედებით აღფრთოვანებული რუსები საქართველოს ხელისუფლების ქმედებით აღფრთოვანებული რუსები />


  13:56:34     14-01-2013

საქართველოს ხელისუფლების ქმედებით აღფრთოვანებული რუსები

a22965.jpg

რუსი უფლებადამცველები მიესალმებიან საქართველოში პოლიტპატიმართა აღიარებას, რაც მათთვის იმის დასტური აღმოჩნდა, რომ განაცხადონ - საქართველოს არასოდეს ყოფილა დემოკრატიული ქვეყანა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით რუსმა უფლებადამცველებმა სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელიც ასე იწყება - „აღსრულდა!.. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქვეყანა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები შეუძლებელია ითვლებოდეს დემოკრატიულად.“

მიმართვას ხელს აწერენ ლუდმილა ალექსეევა, სერგეი კოვალიოვი, ალექსეი სიმონოვი, იური რიჟკოვი და ერნსტ ჩორნი და საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან.

„აღსრულდა! 13 იანვარს 190 ქართველი პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. როგორც ჩანს საქართველოს პარლამენტის  ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველო გახდება პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც პოლიტიკური პატიმრები აღიარა და უარი თქვა პოლიტიკური მოტივებით მოქალაქეთა დევნის უფლებაზე. ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ იმის წყალობით, რომ ოპოზიციამ შეძლო მიეღწია მეტ-ნაკლებად ობიექტური არჩევნებისთვის, მასში გამარჯვებასა და ხელისუფლების შეცვლისთვის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქვეყანა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები შეუძლებელია ითვლებოდეს დემოკრატიულად.

ბოლო წლებში ჩვენ მრავალჯერ ვიმეორებდით ამას საქართველოსთან, რუსეთთან, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში.

საქართველოს ბოლო ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი: რეაბილიტირება მოახდინოს ადამიანებისა, რომლებსაც დევნიდნენ და პოლიტიკური მოტივებით ასამართლებდნენ. ეს სამართლიანობის აღდგენის აქტად უნდა იქცეს.

ჩვენ რუსეთში, სამწუხაროდ, მოგვიწევს ეს გრძელი გზა გავიაროთ სამართლიან არჩევნებამდე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე, მათ რეაბილიტაციამდე. მაგრამ ამისათვის რუსეთს, საქართველოს მსგავსად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სჭირდება.

0

ავტორი: