28 წლის ქალმა მეუღლეს მამა მოაკვლევინა 28 წლის ქალმა მეუღლეს მამა მოაკვლევინა />


  11:43:27     14-01-2013

28 წლის ქალმა მეუღლეს მამა მოაკვლევინა

a22959.jpg

28 წლის თამარ ნ-მ მეუღლეს, 27 წლის ლაშა გ-ს მამის მკვლელობა შეუკვეთა, ლაშა გ-მ მეუღლის დავალება შეასრულა, თუმცა ამ შემზარავი დანაშაულისვის ახლა ორივე მათგანი ციხეში გაატარებს ცხოვრების დიდ ნაწილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ლაშა გ. და 1985 წ. დაბადებული თამარ ნ. დააკავეს.

ლაშა გ-მ ახმეტაში,  რუსთაველის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცივი იარაღის გამოყენებით, სიმამრს, 1942 წელს  დაბადებულ ომარ ნ-ს,  6 ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლულის ქალიშვილმა თამარ ნ.-მ თავის მეუღლე  ლაშა გ-ს მამამისის მკვლელობა შეუკვეთა, ხოლო ამ უკანასკნელმა დანაშაული სისრულეში მოიყვანა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი.

0

ავტორი: