ალო, ღარიბაშვილი გისმენთ... ალო, ღარიბაშვილი გისმენთ... />


  22:56:45     12-01-2013

ალო, ღარიბაშვილი გისმენთ...

a22956.jpg

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, შს სამინისტროს ოპერატიული სამსახურის მთავარი IT, კომპიუტერული პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი სპეციალისტი, ზურაბ თუთბერიძე დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ღარიბაშვილმა ზურაბ თუთბერიძეს, მეტსახელად „ჰაკერას“ VIBER-ის მოსასმენი პროგრამის შექმნა მოსთხოვა. მან კი მინისტრს უარი უთხრა და თურქეთში გაემგზავრა. თუთბერიძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა, ის სარფში დააკავეს, მის საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს.

VIBER საქართველოში პოპულარული არჩევნების შემდეგ გახდა. ეს სპეციალური ინტერნეტ-პროგრამაა, რომლითაც სატელეფონო ზარების განხორციელება და SMS-ბის გაგზავნა-მიღება ხდება. VIBER-ის გამოყენება ბლექ-ბერისა და აიფონის ტელეფონებითაა შესაძლებელი.

VIBER-ის პოპულარობის მიზეზი ისაა, რომ მისი მოსმენა ღარიბაშვილის მიმყურადებლებს უჭირთ. შესაბამისად, ცნობისმოყვარე მინისტრი ვერ ისმენს იმ ადამიანების სატელეფონო საუბრებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ.

VIBER-ის მოსასმენად სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შექმნაა საჭირო, რომელიც სოლიდური ფინანსების გარდა, ადამიანურ რესურსსა და 24 საათიან მუშაობას მოითხოვს. საქართველოში შესაძლოა სულ რამდენიმე პირი არსებობდეს, რომელსაც მსგავსი პროგრამის დაწერა შეუძლია. მათ შორისაა დაკავებული ზურაბ თუთბერიძეც. სპეციალისტთა აზრით, VIBER-ის მოსასმენი პროგრამის დაწერას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

„საინტერესო ამბავი გავიგე: დაჭერილია შსს -ს ოპერატიული სამსახურის მთავარი IT - ზურა თუთბერიძე, მეტსახელად "ხაკერა".  ის 6 იანვარს აიყვანეს. მიზეზები უცნობია“ - ასე ეხმაურება თუთრებიძის დაკავებს უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე.

 „ჰაკერას“ ერთ-ერთი მეგობარი კი სოციალურ ქსელში წერს:  "ვააა ხაკერა, ზურა დაიჭირეს ტო? აუ უძლიერესი პროგრამისტი იყო და პატრიოტი. ამერიკელები თვეში 30 000 დოლარსს სთავაზობდნენ და ჩვენთან დარჩა იდეების და ქვეყნის სიყვარულის გამო.

აი სამაგიეროც გადაუხადეს. ჩემი მეგობარი იყო. ძალიან კარგი ბიჭი. საწყალს დიაბეტი აქვს. შოკში ვარ პირდაპირ."

აღსანიშნავია, რომ მინისტრად დანიშვნისთავანე, ღარიბაშვილმა დამატებით შეიძინა მოსასმენი აპარატურა და ამ მხრივ რესურსი გააორმაგა. დღეისათვის, შს სამინისტრო ერთდროულად 1200 ადამიანს უსმენს, რაც პირველ ოქტომბრამდე შეუძლებელი იყო.

0

ავტორი: