ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ვაკე-საბურთალოს პოლიციამ 'საქართველოს ბანკზე' ყაჩაღობაში მონაწილე პირები დააკავა />


  12:26:22     12-01-2013

ვაკე-საბურთალოს პოლიციამ 'საქართველოს ბანკზე' ყაჩაღობაში მონაწილე პირები დააკავა

a22951.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 იანვარს, 'საქართველოს ბანკზე' თავდამსხველი პირები დააკავეს. აღმოჩნდა რომ ისინი წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ეს ფაქტი ამნისტიის კანონის ამოქმედების დღეს, სულ მცირე დაფიქრების მიზეზი მაინც უნდა გახდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო 3000 მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე. 

შსს-ს ცნობით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნუცუბიძის ქუჩის #78 მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული 3 პიროვნება დააკავეს.

დაკავებულებმა საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 8 იანვარს, 15:15 სთ-ზე განახორციელეს და იარაღის მუქარით ბანკიდან 8000 ლარამდე ფულადი თანხა გაიტანეს.

ყაჩაღობის ბრალდებით 2-ჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ყ, წარსულში ყაჩაღობაზე 2-ჯერ ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. და წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ლევან ხ, ქ. რუსთავში, მეგობრის ბინაში დააკავეს. 

დაკავების ადგილიდან სამართალდამცველებმა „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და მცირედი ფულადი თანხა ამოიღეს.
გამოძიება სსსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

0

ავტორი: