სოფელ ისრითში მამამ შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო სოფელ ისრითში მამამ შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო />


  18:35:23     11-01-2013

სოფელ ისრითში მამამ შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

a22946.jpg

ვანის რაიონის სოფელ ისრითში 80 წლის პავლე მჟავანაძემ საკუთარი შვილი, 41 წლის რომან მჟავანაძე მოკლა, ხოლო შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.

როგორც გარდაცვლილების ახლობლები აცხადებენ, მამა–შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და შელაპარაკება ხშირად ხდებოდა. ოჯახის ერთ–ერთი ახლობლის თქმით, შემთხვევა მამა–შვილის მორიგ კონფლიქტს მოჰყვა.

"შვილი მეზობელთან იყო გადასული. სახლში რომ დაბრუნდა, თან ის მეზობელიც დაპატიჟა. მამამისი კი ამ მეზობელთან ნაჩხუბარი იყო და არ ელაპარაკებოდა. ამის გამო პავლე მჟავანაძემ მეზობელი სახლიდან გააგდო, რამაც მისი შვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მამა–შვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც მამამ შვილს დანა ტერფის არეში დაარტყა, ხოლო როცა გააცნობიერა, რომ საკუთარი შვილი მოკლა, თავი მოიკლა", – ამბობს გარდაცვლილების ახლობელი.

გარდაცვლილი მამა–შვილის ახლობლების განცხადებით, დაჭრილი რომან მჟავანაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "პოლიცია რომ მოვიდა და დამნაშავე მამა უნდა დაეჭირათ, პავლე მჟავანაძე თავის ოთახში ჩამომხრჩვალი პოლიციელებმა იპოვეს", – ამბობენ ახლობლები.

გარდაცვლილი რომან მჟავანაძე დაოჯახებული არ იყო. მჟავანაძეებს ოჯახში დედა და ძმა დარჩათ.

წყარო: ipn

0

ავტორი: