11:28:33     11-01-2013
ღარიბაშვილმა თვენახევარში 493 თანამშრომელი გაათავისუფლა

დაპირება, რომ ‘’ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო მოხელეები სამსახურებს შეინარჩუნებდნენ, დაპირებადვე დარჩა. ‘’ქართული ოცნების’’ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პორტფელის ხელში ჩაგდებისთანავე თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყეს.
პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება... ცნობილია რა მდგომარეობაა თვითმმართველობის ორგანოებში. ისიც ცნობილია, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურის დატოვებას აიძულებენ ნებისმიერ პირს, რომელსაც რაიმე შეხება ჰქონდა ‘’ნაციონალურ მოძრაობასთან’’.
გარდა პოლიტიკური შურისძიებისა ‘’ოცნების’’ ჩინოვნიკებს სხვა მოტივაციაც აქვთ, მათ მართალია თვით ‘’ოცნების’’ კოორდინატორები დატოვეს უხელფასოდ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა წინაშეც სხვა ვალდებულებები აქვთ, ბოლოსდაბოლოს წელს საპრეზიდენტო არჩევნებია და თუ აქტივისტებს სათანადო პატივი არ სცეს, მათი კანდიდატისთვის ხმების შესაგროვებლად თავს აღარავინ შეიწუხებს. ჰოდა, ათავისუფლებენ ყველას, ვისაც ‘’ოცნებაში’’ ლობისტი არ ჰყავს და ასაქმებენ თანაგუნდელებს.
ცხადია იგივე პროცესი მიმდინარეობს ღარიბაშვილის უწყებაშიც. IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 493 თანამშრომელი გათავისუფლდა.
0