პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს და უწმინდესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო) პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს და უწმინდესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო) />


  11:09:28     11-01-2013

პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს და უწმინდესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო)

a22924.jpg

მიხეილ სააკაშვილმა კონსტანტინეპოლისა და რომის მთავარეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სახელით, მსოფლიო პატრიარქისა და უწმინდესის საპატივსაცემულოდ საზეიმო ვახშამი გაიმართა, სადაც ამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდისა და სოფო ნიჟარაძის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგელობელი - „წმინდაო ძლიერო“ შესრულდა.

უწმინდესმა ვახშამზე, მის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის საგალობლის ისტორიაც გაიხსენა და ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.

0

ავტორი: