ვაშლიჯვარში მაღაზია დააყაჩაღეს ვაშლიჯვარში მაღაზია დააყაჩაღეს />


  21:04:09     10-01-2013

ვაშლიჯვარში მაღაზია დააყაჩაღეს

a22919.jpg

გუშინ, დღისით, ვაშლიჯვარში მაღაზია დააყაჩაღეს. შეიარაღებული პირები მაღაზიაში შევარდნენ და გამყიდველს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ნავაჭრი თანხა წაართვეს.

რა თანხა იქნა წაღებული მაღაზიიდან უცნობია, ასევე უცნობია თავდამსხმელთა ვინაობაც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაყაჩაღების ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა არჩევნების შემდეგ. ცოტა ხნის წინ შეიარაღებული პირები ვალუტის გადამცვლელ პუნქტსაც დაესხნენ თავს. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის მეპატრონეები საკუთარ მაღაზიებს ვეღარ ტოვებენ და შენობაში ათენებენ ღამეს.

ორი დღის წინ, დაახლოებით 16:00 საათზე, სამი შეაიარაღებული პირი შეიჭრა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ‘’საქართველოს ბანკის’’ ფილიალში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ მალევე დააკავა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, პოლიციის მიერ დაკავებულ პირებს ბანკის ყაჩაღობასთან კავშირი არ ჰქონდათ. შესაბამისად, აღნიშნული საქმეც კვლავ გაუხსნელი რჩება.

იმ ფონზე, როცა თბილისში დღისით, შეიარაღებული პირები სხვადასხვა ობიექტს ესხმიან თავს, ქვეყნის შს მინისტრი გვპირდება, რომ ციხიდან 3000 კრიმინალის გათავისუფლების შემდეგაც დაგვიცავს, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები კი აცხადებენ, რომ ბედნიერი არიან ციხის კარის გაღებით...         

0

ავტორი: