„ფორუმელი“ რუსეთუმე „გრუზინები“ და მათი „ნიკები“... „ფორუმელი“ რუსეთუმე „გრუზინები“ და მათი „ნიკები“... />


  11:35:16     10-01-2013

„ფორუმელი“ რუსეთუმე „გრუზინები“ და მათი „ნიკები“...

a22898.jpg

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა გვერდი სახელწოდებით - „საქართველოს სახელმწიფოს მტრები“. ამ გვერდზე მალევე გამოქვეყნდა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერების შესახებ, რომლებიც „ფორუმ.ჯი“-ზე პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების იდეას ლობირებენ. 

„ლევან გუდაძემ 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს დააბრალა, ვლადიკავკაზის უშიშროებას ჩაბარდა და „ფორუმზე“ წერს ნიკით - „asds“. მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციას.

გულბაათ რცხილაძე - რუსული ევრაზიული პროექტის ზეგავლენის აგენტურიდან. „ფორუმ.ჯი“-ზე ცნობილია ნიკით - „დიმპიტაურიძე“. მოსწონს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ორიენტაცია.

რევაზ ბერსენაძე - რუსეთის ევრაზიული კავშირის აქტიური და აგრესიული მხარდამჭერი. პრორუსული პოლიტიკის ლობისტი „ფორუმზე“, ყოფილი ენერგეტიკოსი, „ქართული ოცნების“ წევრი, ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, ფორუმზე აქტიურობს ნიკით - „dega“.

ივანე წერეთელი. რუსეთუმე. მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების იდეას. ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და აგრესიულად ილაშქრებს ევროსტრუქტურების წინააღმდეგ. მიიჩნევს, რომ საქართველოს ხსნა რუსეთშია. არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. „ფორუმ.ჯი“-ზე პოსტავს ნიკით - „vaniko 1978“.

ნანა დევდარიანი, შევარდნაძის ჩინოვნიკი, სოციალისტი, „ფორუმზე“ გამოირჩევა პრორუსული მოწოდებებით და წერს ნიკით - „tserovanis meri“. არის კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

გიორგი კბილცეცხლაშვილი. ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ის საქართველოს გადარჩენის გზას რუსეთთან ურთიერთობაში ხედავს. მიიჩნევს, რომ რუსეთი მსოფლიოს ბატონია.

ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში. აგრესიულად ებრძვის პროდასავლურ პოლიტიკას და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. „ფორუმ.ჯი“-ზე წერს ნიკით „giorgi 001“. 

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე - „საქართველოს სახელმწიფოს მტრები გამოქვეყნდა“... აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ ამ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გამოხმაურება „ფორუმ.ჯი“-ზე, სადაც კიდევ უფრო ნათელი გახდა აქ ჩამოთვლილი ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები. 

გვერდი ფეისბუქზე - http://www.facebook.com/mtrebi?ref=stream

0

ავტორი: