თეა წულუკიანის მამის სისხლიანი ნაკვალევი - სიკვდილით დასჯილი 20 ადამიანი თეა წულუკიანის მამის სისხლიანი ნაკვალევი - სიკვდილით დასჯილი 20 ადამიანი />


  17:37:02     09-01-2013

თეა წულუკიანის მამის სისხლიანი ნაკვალევი - სიკვდილით დასჯილი 20 ადამიანი

a22891.jpg

საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მამა, ავთანდილ წულუკიანი, რომელიც, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა იუსტიციის მინისტრის მთავარი მრჩეველია. 

ბოკუჩავას განცხადებით, წულუკიანის მიერ გამოტანილი განაჩენების შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს არქივში მოიპოვა.

თინათინ ბოკუჩავა: „თეა წულუკიანის რეალური ოცნება არ არის უკეთესი საქართველო, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო, მისი პირადი მრჩეველი არის ავთანდილ წულუკიანი, ეს გახლავთ თეა წულუკიანის მამა, პიროვნება, რომელიც იყო მოსამართლე მრავალი წლის მანძილზე და ამ საქმიანობის დროს გამოიტანა 20 სასიკვდილო განაჩენი.

რეალურად, ყოველ წელიწადს ეს ადამიანი აწერდა ხელს რამდენიმე სასიკვდილო განაჩენს... ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე საქართველოს ისტორიაში“.

დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, რომ ავთანდულ წულუკიანი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც სასამართლო რეფორმაზე მუშაობს.

თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ ავთანდილ წულუკიანმა უარი თქვა მოსამართლის გამოცდის ჩაბარებაზე და სამუშაოდ პროკურატურაში გადავიდა, საიდანაც ვარდების რევოლუციის შემდგომ, ქრთამის აღების გამო გაათავისუფლეს.
0

ავტორი: