21:52:13     08-01-2013
ცოლი, ცოლისდა, ბიძაშვილები - ნეპოტიზმი და ზვიადაურის კლანი ახმეტის გამგეობაში

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა, მას შემდეგ რაც ახმეტის გამგებელს განცხადება ზეწოლის შედეგად დააწერინა, მის ადგილას თავისი მეგობარი, ბექა ბაიდაური დანიშნა.
თუმცა, რაც ახმატის გამგებლად ბაიდაურის დანიშვნის შემდეგ მოხდა, ეს უფრო გამგეობის საოჯახო ბიზნესად გადაქცევაა, ვიდრე ახმატელებისთვის ოცნებების ასრულება.
მაგალითად, ზვიადაურის მეგობარმა გამგებელმა, თანაშემწედ დაინიშნა ცოლისდა, 23 წლის მაგდა ლაგაზაური.
გამგებელმა ბაიდაურმა, ცოლისდის დასაქმების შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილებსაც უშოვა სამსახურები.
კერძოდ: ზვიადაურის ბიძაშვილი, ბერდია ზვიადაური მოადგილედ დაისვა. გამგებელმა ბაიდაურმა, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურიც უფროსადაც ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი, მერაბ ზვიადაური დანიშნა.
გამგებელ ბაიდაურის რეკომენდაციით, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა მისი მოადგილის, დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილის, მერაბ ზვიადაურის ცოლი, ლელა ახმეტელიც.
მოკლედ, ახმატაში ზურაბ ზვიადაურის კლანი და ნეპოტიზმი ჰყვავის. არჩევნების შემდეგ იქ მხოლოდ ზურაბ ზვიადაურის კლანის წევრების ოცნებების ასრულება დაიწყო...
ზვიადაურის კლანის მიერ ახმეტის გამგეობის „ოკუპაციის“ გამო, მოსახლეობაში აგრესია მატულობს... მათი ნაწილი რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს...ზვიადაური კომენტარს არ აკეთებს...
0