ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი: პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი: პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს />


  17:52:01     08-01-2013

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი: პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს

a22872.jpg

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის  მოთხოვნა, პუტინის ოცნების ასრულების ტოლფასია. ახალგაზრდები  თბილისში, პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით გამართულ ღონისძიებებს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ.

საინიციატივო ჯუფის წევრებმა, რომელიც ძირითადად ზუგდიდელი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა, დღეს  ცენტრალურ ბულვარში პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართეს ლოზუნგით - „პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს“.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა არ გადაგეს პრეზიდენტი და როცა დრო მოვა, არჩევნების გზით გადააბაროს მომავალ პრეზიდენტს მმართველობა. როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებისას გაკეთდა. ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ვგულისხმობ“-უთხრა „პრესა.ჯი“-ს გოგი ხოჩოლავამ.

შეგახსენებთ, რომ ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა ავტომატურად უხანგრძლივდება.

0

ავტორი: