ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა დარბაზიდან გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა დარბაზიდან გაათავისუფლონ />


  17:24:50     08-01-2013

ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა დარბაზიდან გაათავისუფლონ

a22871.jpg

ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არ ეღირსა, თუმცა, მალე შესაძლოა იგი პატიმრობიდან მაინც გათავისუფლდეს, ამაზე პროკურატურა ზრუნავს და ერთმანეთის მიყოლებით უხსნის წარდგენილ ბრალდებებს.

როგორც დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ ორ ეპიზოდზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საპროცესო შეთანხმებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ მიქაბრიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სამხილების არარსებობა გახლავთ.

გამოძიების მასალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა სამშენებლო ფირმებს - "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანისა" და "პრიზას’’ უპირატესობა მიანიჭა, რის საფუძველზეც მათთან ხელშეკრულებები გაფორმდა. სამშენებლო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულმა კომპანიებმა ასიათასობით ლარი მიითვისეს. ასევე ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უპირატესობა მიანიჭა კომპანია „ტრანსპორტ დეველოპმენტს“, რომელთანაც 4 ათასი ლიტრი საწვავის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შემთხვევაში საწვავის ფასი მაღალი აღმოჩნდა სხვა მომწოდებელთან შედარებით, რის გამოც სახელმწიფომ 205 ათასი აშშ დოლარით იზარალა. ოქრუაშვილს ასევე ბრალად  ედებოდა, 2007 წლის აპრილში, ათონელის ქუჩაზე ფართის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხით შეძენა და მილიონ ასი ათასი დოლარის ლეგალიზება.

‘’გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორივე ხელშეკრულებას ხელს აწერს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე. რაც შეეხება ოქრუაშვილს, მის მიმართ მტკიცებულებები არ მოიპოვება საქმეში“,- განაცხადეს პროკურატურაში.

მიქაბერიძის განმარტებით, სასამართლო კიდევ სამ ეპიზოდს იხილავს, მათ შორის „ჯეოსელის“ აქციების უკანონოდ დაუფლების საქმეს, თუმცა, ამ საქმეში ბრალდების ერთადერთ მოწმეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი წარმოადგენდა, მან კი ადრე მიცემული ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ ოქრუაშვილზე ცრუ ჩვენება იძულებით მისცა.

შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ამ ბრალდებაზეც.

პროკურატურა სწავლობს ოქრუაშვილის მიერ უკანონო ბანდ-ფორმირებების შექმნისა და სამსახურეობრივი გულგრილობის საქმესაც, რომელიც ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმის 63 მილიონი ვაზნის შეძენას ეხება და რომელსაც ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მტკიცებულებები აქაც გაქრეს და ოქრუაშვილი ავტომატურად გათავისუფლდეს.

მიქაბერიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე უწოდა უკანონო ოქრუაშვილის დარბაზიდან გათავისუფლებაც დააანონსა.

„მოგეხსენბებათ პროკურატურა არის ბრალდების  მხარე და მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. სასამართლოს უფლება არ აქვს პირს შეუფარდოს პროკურორის მერ მოთხოვნილ სასჯელზე მძიმე ღონისძიება.  სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა იარკლი ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ და არც კი დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება. ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება“,- განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, პროკურატურა სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, 10 იანვარს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ბრალდებაზე უარის თქმას აპირებს. რაც თავისთავად გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევს.

0

ავტორი: