14:39:13     08-01-2013
სახლში მოწყობილი მარიხუანას სათბური
![a22865.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22865.jpg)
გლდანი-ნაძალდევის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით "მარიხუანის" შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ დაკავებულს, საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში, მოწყობილი ჰქონდა ე.წ „სათბური", სადაც ის „მარიხუანას" ქოთნებში ზრდიდა და ინახავდა.
ოთახში ასევე ნაპოვნია ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობა.
დიდი ოდენობით "მარიხუანა" პოლიეთილენის პარკებში, შუშის ქილებსა და ქოთნებში იყო შენახული.
ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ სახლისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მთლიანი წონა 400 გრამია.
0