გორის მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს გამგებელმა განცხადების დაწერა მოსთხოვა გორის მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს გამგებელმა განცხადების დაწერა მოსთხოვა />


  14:34:17     08-01-2013

გორის მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს გამგებელმა განცხადების დაწერა მოსთხოვა

a22864.jpg

გორის მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. თათბირი გორის გამგეობის შენობაში დღეს გამგებელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა - პაპუნა კობერიძემ გამართა.

თათბირზე, რომელსაც ყველა რაიონის რწმუნებული ესწრებოდა, გამგებელმა მათ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. აღნიშნულ ფაქტს პაპუნა კობერიძეც ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ რწმუნებულების გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

რწმუნებულები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდება.

მსგავსი ტიპის წმენდა განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტშიც.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხრა სამსახურის უფროსს და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს. 

0

ავტორი: