10:42:47     08-01-2013
24 წლის ნათია თათარაშვილს 90 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ
![a22858.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22858.jpg)
იტალიელი სამართალდამცავები 90 წლის ქალბატონის მკვლელობის საქმეს იძიებენ. ერთადერთ ეჭვმიტანილად კი 24 წლის ქართველი ნათია თათარაშვილი სახელდება.
იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც მოკლულის მომვლელად მუშაობდა, ქალბატონი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.
მკვლელობა იტალიაში, ტოსკანის რეგიონში მოხდა. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, თათარაშვილმა დანაშაული აღიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ნათია იტალიაში ბოლო 5 წელია იმყოფება.
ადგილობრივი მედია დაკავებულის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ თათარაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თავის მოკვლა სცადა.
იტალიაში საქართველოს კონსულ ვახტანგ ანდღულაძის განცხადებით, საკონსულოს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.
0