მიხეილ სააკაშვილი: ახალმა მთავრობამ 20 ათასი თანამემამულე სამსახურის გარეშე დატოვა მიხეილ სააკაშვილი: ახალმა მთავრობამ 20 ათასი თანამემამულე სამსახურის გარეშე დატოვა />


  17:34:06     07-01-2013

მიხეილ სააკაშვილი: ახალმა მთავრობამ 20 ათასი თანამემამულე სამსახურის გარეშე დატოვა

a22854.jpg

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობა შეჩერდა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მიუღებელია იმ მშენებლობებისა და სხვადასხვა პროექტის შეჩერება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.

მიხეილ სააკაშვილისთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ ახალი წლის დღეებში ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მისივე შეფასებით, მსგავსი პროცესები ქვეყნის წინსვლასა და ტურიზმის განვითარებას აფერხებს.

მიხეილ სააკააშვილი: ახლახან  ჩამოვედი არაბთა გაერთიანებული საამიროდან. ყოველთვის მინდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო ისეთივე გრანდიოზული, ლამაზი, განვითარებული, როგორც ეს ქვეყანაა,  ჩვენ ვიყავით იმ ზღვრამდე მისულები, რომლის იქითაც  მსგავსი სახის განვითარება იწყებოდა. ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით,  გუშინ არაბეთის საამიროებში მითხრეს, რომ  ახალმა ხელისუფლებამ სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა, ეს პროექტი ხორციელდებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ, ახალმა მთავრობამ პროექტის შეჩერებით,  20 ათასი თანამემამულე დატოვა სამსახურის გარეშე სრულიად აბსურდული, გამოგონილი საბაბით.

პრეზიდენტის თქმით, სასტუმროს მშნებლობის პროექტის შეჩერება არ იყო ერთადერთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ  თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობაც  შეაჩერა.  

„თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა გააჩერეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ასეთ პირობებში  ქვეყანა  დაკარგავს 100 ათასობით ახალ ტურისტს და შემოსავალს. ამასთან, ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ხონის წყალზე 1-ელი იანვრიდან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებაზე“,– დასძინა მიხეილ სააკაშვილმა

საუბრის ბოლოს ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობების შეჩერება დროებითია.

„მინდა, რომ ეს  დროებითი გაუგებრობა აღმოჩნდეს და ხალხი შემდეგ ახალ წელს  ბევრად კმაყოფილი შეხვდეს. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის აღმშენებლობის შეჩერებისა და დანგრევის შეგნებული პოლიტიკა“,– განმარტა მიხეილ სააკაშვილმა ალილოს მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ.

სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეებმა დღეს  საქართველოს პრეზიდენტს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

პრეზიდენტის სასახლეში მისულ ალილოს მომლოცველებს მიხეილ სააკაშვილი შეეგება და საშობაო საჩუქრები პირადად გადასცა. სტუმრებმა ტრადიციული ალილო შეასრულეს.

პრეზიდენტმა მათ და სრულიად საქართველოს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და თითოეულ ქართველს წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უსურვა.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ალილოს მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა და საკუთარ კაბინეტში მიიპატიჟა.

ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. შობის "მახარობლებმა" თითქმის მთელი დედაქალაქი შემოიარეს და მსვლელობა პრეზიდენტის სასახლეში დაასრულეს.

0

ავტორი: