გვერდს, რომელზეც პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია გამოქვეყნდა ჰაკერებმა შეუტიეს გვერდს, რომელზეც პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია გამოქვეყნდა ჰაკერებმა შეუტიეს />


  14:24:57     07-01-2013

გვერდს, რომელზეც პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია გამოქვეყნდა ჰაკერებმა შეუტიეს

a22848.png

მას შემდეგ, რაც მოძრაობა „პატრიოტმა“ ფეისბუქზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია გამოაქვეყნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ფეისბუქის გვერდზე შეტევა განხორციელდა.

„პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენი მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე ხორციელდება ე.წ „სპამერთა“ შეტევა, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს ვინც ამას აკეთებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან ვინაიდან ვერც ერთი „სპამერი“ ვერ გვაიძულებს უარის თქმას ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაცვაზე“ - წერენ მოძრაობა „პატრიოტების“ წარმომადგენლები.

მოძრაობაპატრიოტები მიერ მომზადებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება, ასევე, უპატივცემულობაა საქართველოს მოსახლების იმ დიდი ნაწილის მიმართ, ვინც მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომრინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხემოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის და რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მეთარად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე-(2013 წლის ოქტომბერი)! გვინდა ყველასთვის ნათელი იყოს რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ არ არიან უფლებამოსილნი პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და რომ ისინი არ წარმოადგენენ მთელი საქართველოს მოსახლეობას“ - ნათქვამია მოძრაობა „პატრიოტები“-ს მიერ მომზადებულ პეტიციაში.

 

0

ავტორი: