პეტიცია საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად პეტიცია საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად />


  12:30:47     07-01-2013

პეტიცია საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად

a22845.jpg

მოძრაობა „პატრიოტები“პრეზიდენტის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებს. შესაბამისი მიმართვა მოძრაობის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული და მასში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება, ასევე, უპატივცემულობაა საქართველოს მოსახლების იმ დიდი ნაწილის მიმართ, ვინც მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია! 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომრინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხემოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის და რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მეთარად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე-(2013 წლის ოქტომბერი)! გვინდა ყველასთვის ნათელი იყოს რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ არ არიან უფლებამოსილნი პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და რომ ისინი არ წარმოადგენენ მთელი საქართველოს მოსახლეობას“ - ნათქვამია განცხადებაში. 

პეტიცია მომზადებულია მოძრაობა „პატრიოტები“-ს მიერ http://www.facebook.com/movement.patriots

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დასრულდება ამა წლის 20 იანვარს.

0

ავტორი: