15:00:45     05-01-2013
მე-12 სართულიდან 35 წლის ქალბატონი გადმოვარდა
![a22836.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22836.jpg)
უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ, გვიან ღამით, ნუცუბიძეზე. მე-12 სართულიდან 35 წლის ქალბატონი გადმოვარდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილი ქალბატონის მეზობლები ყვებიან, მათ დაახლოებით, 01:00 საათისთვის ქალის კივილის ხმა შემოესმათ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს, მაგრამ მედიკოსებმა ქალბატონის გადარჩენა ვერ შეძლეს.
გუშინვე შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს პატრულის თანამშრომლებმა.
ამ ეტაპისთვის მომხდარის ერთადერთ ვერსიად ქალბატონის აივნიდან გადმოვარდნა სახელდება.
მეზობლები კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ დანაშაულსა და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.
0