ნინო გრძელიძე: 71 ადამიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ნინო გრძელიძე: 71 ადამიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს />


  13:44:21     05-01-2013

ნინო გრძელიძე: 71 ადამიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

a22833.jpg

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს  „ინფო 9“- ის ჟურნალისტებით აკომპლექტებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გრძელიძემ  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

გრძელიძის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა ახალი პრესსამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ოთხი პირისაგან, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარის კლასელისა და "ინფო9"-ის ყოფილი ჟურნალისტებისგან.

„ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან 28 ოქტომბრიდან დღემდე შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა, რომ ვართ ცოდვილები, როცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვმუშაობდით და მათ ბინძურ ფულს ვიღებდით. ამასთან, 19 ნოემბრიდან მოქმედებს ახალი პრესსამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ოთხი ადამიანისგან. ამ ოთხ ადამიანს დაეთმო ბიუროს ოთახი. ვითხოვ პასუხს, რატომ ჩამომერთვა ვებ-გვერდის ადმინისტრირების უფლება და შეიცვალა პაროლი",- განაცხადა პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

გრძელიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოდან 71 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„გათავისუფლებულებს შორის არიან დამლაგებლებიც, არც ერთ მათგანს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია. ეს თქვენ აიძულებდით მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერათ, იმიტომ, რომ თქვენ დაგევალათ 3 000 ადამიანის დასაქმება“,- განუცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა  ბრიფინგის დროს შენობაში შესულ  "ქართული ოცნების" დეპუტატ ალექსანდრე ჩიტიშვილს.

თავის მხრივ ჩიტიშვილმა  ნინო გრძელიძე აბსურდულ ბრალდებებში დაადანაშაულა.

„ქალბატონი ნინო დღეს გამოვიდა არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ქალბატონი ნინო არის მოქმედი განყოფილების უფროსი, ის რომ მოწვეულ სპეციალისტებს არ ხელმძღვანელობს, ეს მხოლოდდამხოლოდ მისი ბრალია“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის ფაქტები უმაღლესი საბჭოდან გათავისუფლებულმა სხვა თანამშრომლებმაც დაადასტურეს.

ბეჟან გობაძე: დიახ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს კანონმდებლები ცრუობენ, როცა აცხადებენ რომ 71 თანამშრომელი სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

0

ავტორი: