21:48:40     04-01-2013
ქართველ მუსიკოსს პატიმრობა ემუქრება
![a22829.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22829.jpg)
რუსეთში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორსა და პროდიუსერს კონსტანტინე მელაძეს, რომელიც მომღერალ ვალერი მელაძის ძმაა, ავტოავარიაში 30 წლის ქალის დაღუპვის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შსს-ში განუცხადეს. მელაძე ანა პიშალოს თავისი ჯიპით დაეჯახა.
ცნობილია, რომ მელაძის ადვოკატები ახლა ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ კონსტანტინე მელაძეს პასუხისმგებლობა ააცილონ. მათი ერთ-ერთი არგუმენტი ისიცაა, რომ რატომღაც დაღუპულის ოჯახი მოგვიანებით გააქტიურდა და თავიდან მუსიკოსისთვის არანაირი პრეტენზია არ წაუყენებიათ. გამომძიებლები ამბობენ, რომ დანაშაულს კვალიფიკაციას კარგად შესწავლის შემდეგ მისცემენ – ისინი ახლა ადგენენ, შეეძლო თუ არა მელაძეს ავტოავარიის თავიდან არიდება.
0