აბაშაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და მგზავრები დააყაჩაღეს აბაშაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და მგზავრები დააყაჩაღეს />


  18:32:53     03-01-2013

აბაშაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და მგზავრები დააყაჩაღეს

a22813.jpg

საქართველო სულ უფრო მეტად ბრუნდება წარსულში. იქნებ რომელიმე თვენგანმა გაიხსენოთ, ბოლოს როდის გაიგეთ ინფორმაცია სამარშრუტო ტაქსის მძღოლისა და მგზავრების დაყაჩაღების შესახებ? ასეთი ფაქტები სწორედ ოთხმოცდაათიანი წლების კრიმინალურ საქართველოში ხდებოდა... 

რამდენიმე დღის წინ, აბაშაში დააყაჩაღეს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და მგზავრები. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები სრულად გაძარცვეს. მათ ძვირფასეულობა და ფული წაართვეს. ჩამოართვეს ტელეფონებიც. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდა...

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში, ეს ყაჩაღობის პირველი შემთხვევა არაა. მხოლოდ ერთ რეგიონში - ქვემო ქართლში, არჩევნების შემდეგ 33 ყაჩაღობა მოხდა.

პირველი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში განსაკუთრებით იმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა. გახშირდმა მკვლელობები და სხვა მძიმე დანაშაულიც. ივანიშვილი კი გვირჩევს, რომ გაგებით მოვეკიდოთ გაზრდილ კრიმინალს... 

პოლიცია სიტუაციას, ფაქტობრივად ვეღარ აკონტროლებს. ექსპერტთა აზრით, პოლიციას, კრიმინოგენური მდგომარეობის სტაბილიზაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდება, რაც ბესელიას მიერ მომზადებული კანონის (ამნისტიის შესახებ) შესაბამისად, ციხეებს მკვლელები, ტერორისტები, ყაჩაღები და მძარცველები დატოვებენ...

სამწუხაროა, რომ შს სამინისტრო კრიმინალური შემთხვევების შესახებ ინფორმაციას მალავს. შს სამინისტროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგოს...

0

ავტორი: