ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს />


  16:08:38     03-01-2013

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

a22807.jpg

ციხეებში პატიმრების წამება კვლავ გრძელდება, აცხადებს ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი პაატა შავაძე.

იურისტი ბათუმის ნომერ მე-3 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

მისი თქმით, 29 დეკემბერს პირადად ნახა ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც პატიმრები იმყოფებიან.

შავაძის  განცხადებით, 2 პატიმარი, გინების გამო კარცერში მოათავსეს, სადაც არადამიანური პირობებია. იურისტი მიიჩნევს, რომ პატიმარი გინების გამო მსგავს პირობებში არ უნდა იმყოფებოდეს.

„პატიმრების რეაქცია ლოგიკური იყო, რადგან ე.წ. კლუჩნიკებმა კრუნჩხვებში ჩავარდნილ პატიმარს კარები არ გაუღეს. მე თვითონ მოვინახულე აღნიშნული პიროვნება, რომელმაც ძლივს ჩაიბრუნა სული. გინების გამო ცქვიტინიძე და აბულაძე მოთავსებულ იქნენ სასტიკ და არაადამიანურ პირობებში. იწურება დეკემბერი, იქ კი შეუმოსავია სარკმლები, არანაირი გათბობა, დაბლა ქვაფენილი... პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა შეიძლება მსგავს ფორმებშიც გამოიხატოს“,- აცხადებს მონიტორინგის წევრი. 

ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ დღეს მედიას ბათუმის მესამე საპყრობილის პატიმართა კოლექტიური განცხადებაც გააცნო, სადაც ისინი საკნებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. პაატა შავაძე საქართველოს პროკურატურისგან ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვოს. მას მიაჩნია, რომ უნდა დადგეს ციხის ადმინიტრაციის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

შავაძის თქმით, ხელთ აქვს 10-მდე საჩივარი, რომელსაც ომბუდსმენს გადაუგზავნის.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უარყოფს და აცხადებს, რომ სამინისტროში მსგავსი სახის ინფორმაცია არ შესულა.

„არამგონია ციხეებში მსგავსი რამ ხდებოდეს, თუმცა, ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება. სამინისტროდან გულგრილობისთვის და პატიმრების მიმართ განხორციელებული არადაამიანური მოპყრობის გამო 30 ადამიანია გათავისუფლებული. მასალები კი პროკურატურაშია გადაგზავნილი“,- აცხადებს სუბარი.

0

ავტორი: