რას იტყვის სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან? რას იტყვის სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან? />


  14:44:55     03-01-2013

რას იტყვის სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან?

a22805.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იანვრის ბოლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარულ შედეგებს განიხილავს. ასამბლეამდე კი სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ამ საკითხით დაინტერესებას აქტიურად იჩენს რუსული მედია. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპარატში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია უკვე დააზუსტა.

იმავე „რია ნოვოსტის“ ცნობით, ასამბლეაზე საქართველოსა და რუსეთის შესახებ თინა აკეტოფტის მოხსენებას მოისმენენ. ეს მანამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზბის გამო ფერხდებოდა. სავარაუდოდ, დოკუმენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 23 იანვარს იქნება წარდგენილი, მისი მოსმენის შემდეგ კი სპეციალურ რეზოლუციასაც მიიღებენ.

ამ სესიაზე რუსეთი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. მათ შორის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ამ კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების კუთხით.

„რია ნოვოსტიმ“ უკვე ისიც დააზუსტა, რომ მიხეილ სააკაშვილი სესიაზე ჯერ მიმართვით წარსდგება, შემდეგ კი ევროპელ დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს. 0

ავტორი: