თბილისში პატრულ-ინსპექტორი მოკლეს თბილისში პატრულ-ინსპექტორი მოკლეს />


  23:28:49     02-01-2013

თბილისში პატრულ-ინსპექტორი მოკლეს

a22796.jpg

გვიან ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ  თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა, რის შემდეგაც, BMW-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, გიორგი   თექთუმანიშვილი გადაყვანილი იქნა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მისი გადარჩენავერ მოხერხდა, ხოლო გიორგი გიგაური გადაყვანილი იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოში დაიწყო  სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით  გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგენილი იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო თ. რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

კარლო თ. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია.

პატრულ-ინსპექტორი გიორგი თექთუმანიშვილს  ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა.

შს სამინისტრო აცხადებს, რომ შეშელიძის ქუჩაზე  ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია და აღნიშნულში მერიას ადანაშაულებს.  


 

0

ავტორი: