12:26:11     31-12-2012
19 წლის გოგონა 9 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა

19 წლის გოგონა გუშინ, 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, გოგონა სახურავზე დღის სამ საათზე შეამჩნიეს. ის მობილურ ტელეფონზე საუბრობდა და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, შენობასთან მყოფი ადამიანების თხოვნის მიუხედავად, კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.
ადგილზე საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებებით დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიკოსების განცხადებით, მას ქალა-ტვინისა და გულმკერდის მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა. გოგონა მძიმე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
0