"ახალი ინიციატივა კონსტიტუციული ცვლილებების იაფფასიანი პიარისთვის უსირცხვილო გამოყენებაა" "ახალი ინიციატივა კონსტიტუციული ცვლილებების იაფფასიანი პიარისთვის უსირცხვილო გამოყენებაა" /> "/> " />


  13:49:42     28-12-2012

"ახალი ინიციატივა კონსტიტუციული ცვლილებების იაფფასიანი პიარისთვის უსირცხვილო გამოყენებაა"

a22734.jpg

"თავის დროზე წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი, ბიძინა ივანიშვილის გულისთვის კონსტიტუცია რომ შეცვალა, ხოლო ამ უკანასკნელს სიბრძნეს ვუწონებდი იმის გამო, რომ ეს ცვლილება დემონსტრაციულად არ გამოიყენა.

კონსტიტუციის მიმართ მეტი პატივისცემის რიტორიკა მაინც ჰქონდა ახალ ხელისუფლებას, რითაც შეეძლო თავი მოეწონებინა წინასთან შედარებით. ეს ახალი ინიციატივა, პრეზიდენტს გავუადვილოთ პარლამენტის დათხოვნაო, კონსტიტუციული ცვლილებების იაფფასიანი პიარისთვის უსირცხვილო გამოყენებაა.

ბიძინა გვეუბნება, ახლა რომ მიშამ პარლამენტი დაშალოს, არჩევნებს უფრო მაგრად წააგებსო. რაც სრული სიმართლეა, მაგრამ ეს კონსტიტუციის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების ის დონეა, რითაც ბიძინამ ნაცმოძრაობის ყველა ანალოგიურ ცოდვას ერთბაშად გადაუჯოკრა", - წერს ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

0

ავტორი: