მიხეილ სააკაშვილი: თვითმმართველობებზე ზეწოლა პრემიერის დავალებით ხორციელდება (ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: თვითმმართველობებზე ზეწოლა პრემიერის დავალებით ხორციელდება (ვიდეო) />


  19:46:06     26-12-2012

მიხეილ სააკაშვილი: თვითმმართველობებზე ზეწოლა პრემიერის დავალებით ხორციელდება (ვიდეო)

a22704.jpg

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს შეხვდა. მამუკა დანელიასა და ზაალ გოროზიასთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა თვითმმართველობების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები დაგმო და მათ სიმტკიცისა და თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველას უნდა მიეცეს დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი, რასაც უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაგირება.

პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი ქმედება ქვეყანაში პროვინციული დიქტატურის პრეცედენტს აჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.

"ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ქაოსური პროცესები, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ არის კოორდინირებული. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით, მათ შორის ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო დამკვირვებლების ცნობით ვიცი, რომ თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლა პირადად პრემიერ-მინისტრის დავალებით ხორციელდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტმა ზეწოლის რამდენიმე მაგალითიც დაასახელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დეპუტატ ფუტკარაძის შვილი ნარკოტიკების ფაქტზე დაიჭირეს და ამით აიძულეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაეტოვებინა.

"საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა. არ შეიძლება მთავრობა ხულიგნურ აქციებს და ქაოსს კოორდინირებდეს. ეს ყველაფერი ატარებს ნიშნებს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს პროვინციული დიქტატურის სიტუაციაში შეიყვანს და ქვეყანას 10-15 წლით უკან დასწევს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, "რამდენიც არ უნდა ვუკეთოთ რევერანსები ჩრდილო მეზობელს, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ევროპულ ქვეყნებში ასეთი ქმედებებით ფონს ვერც ერთი მთავრობა ვერ გავა". 

 

0

ავტორი: