46 წლის მამაკაცმა მეუღლე ბოქლომით მოკლა 46 წლის მამაკაცმა მეუღლე ბოქლომით მოკლა />


  18:19:17     22-12-2012

46 წლის მამაკაცმა მეუღლე ბოქლომით მოკლა

a22652.jpg

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბანის რაიონის სოფ. აქთაკლიაში მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული მუსტაფა ა. დააკავეს, აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში მოკლა მეუღლე, 1971 წელს დაბადებული გარანფილ გასანოვა. მუსტაფა ა-მ მეუღლეს ბოქლომით  მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავის არეში, რამაც გარანფილ გასანოვას სიკვდილი გამოიწვია.

მუსტაფა ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: