12:11:08     22-12-2012
ევროპარლამენტი: ახალმა უმრავლესობამ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლისას ზღვარი უნდა დაინახოს

საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალ მთავრობას მოვუწოდებ, რომ ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, ასევე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, განვითარების ეს კურსი კვლავ უნდა გაგრძელდეს. ეს განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
ელმარ ბროკისა და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის კშიშტოფ ლისეკის პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული დემოკრატიული არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრესი იყო.
,,ჩვენ ევროპარლამენტს წარმოვადგენთ და აქ იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი გრძელვადიანი ინტერესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა ბოლო წლების მანძილზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან პოზიტიურად განვითარდა მთავრობის გადაცემის პროცესი, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და შემდგომაც შესაძლებელი იყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამასთან აუცილებელია ახალმა უმრავლესობამ დაინახოს ზღვარი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, რომელმაც შესაძლებელია შერჩევითი სამართლის პრეცენდენტი შექმნას, რაც შეუძლებელს გახდის ქვეყნის შემოდგომ განვითარებას და კონსტრუქციულ ურთიერთობას ევროკავშრსა და იმ ქვეყანას შორის რომელსაც ევროპული პერსპექტივა აქვს.“- აღნიშნა ელმარ ბროკმა შეხვედრაზე.
0