პარლამენტმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა პარლამენტმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა />


  20:53:44     21-12-2012

პარლამენტმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა

a22639.jpg

ამ წუთებში პარლამენტმა, ხიდაშელ-ბესელიას კანონპროექტი, ამნისტიის შესახებ მესამე მოსმენით მიიღო. კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით გასამართლებულ პატიმრებს (განზრახ მკვლელობა) სასჯელი მეოთხედით შეუმცირდებათ.

სასჯელი მეოთხედით შეუმცირდებათ გაუპატიურებისათვის და ტერორიზმისათვის მსჯავრდებულ პატიმრებსაც. საზოგადოების დიდი ნაწილი, ბესელიას უკვე აკრიტიკებს კანონის ამ ჩანაწერის გამო და მსჯავრდებულთა ახლობლების მხრიდან ქრთამის აღებაშიც კი ადანაშაულებს.

მართლაც, შეუძლებელია, ლოგიკური ახსნა მოუძებნო კანონის იმ მუხლს, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ პატიმრებს სასჯელს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს. ვიმედოვნებთ, რომ ქალბატონი ბესელია და ხიდაშელი არასოდეს აღმოჩნდებიან შვილმოკლული დედების ადგილას (ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს შვილები ორივეს)...

 

0

ავტორი: