ივანიშვილის რეპრესიები გრძელდება - შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს ივანიშვილის რეპრესიები გრძელდება - შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს />


  20:04:16     20-12-2012

ივანიშვილის რეპრესიები გრძელდება - შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

a22614.jpg

შსს-ს განცხადება

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ხვალ, 10 საათზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. 

შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს. დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

პ.ს.: შს სამინისტრო დაკითხვაზე იბარებს ადამიანს, რომელმაც სამაგალითო რეფორმა ჩაატარა იუსტიციის სამინისტროში, ააშენა იუსტიციის სახლები და სერიოზული წვლილი შეიტანა კორუფციის აღმოფხვრაში. 

ბევრად უფრო ადრე კი, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხანაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად შექმნა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც მაშინდელ კორუფციულ საქართველოში ერთ-ერთი რევოლუციური ნაბიჯი იყო.... 

მეორე მხრივ, შს მინისტრი ღარიბაშვილი შერჩევითი სამართლის პრინციპით არ აკავებს იმ აქტივისტებს, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს უმცირესობის წევრებს, დეპუტატებს: მარიამ საჯაიასა და აკაკი მინაშვილს.

შს სამინისტროს კითხვები არ აქვს "ქართული ოცნების" იმ აქტივისტებთან, რომლებმაც გუშინ ქუთაისში პრეზიდენტის ესკორტზე თავდასხმა სცადეს. 

შს სამინისტროს კითხვები არ აქვს "ქართული ოცნების" წევრ, დეპუტატ ლუკა კურტანიძესთან, რომელიც ანგარიშსწორებით ემუქრებოდა მოქალაქეებს (არსებობს ვიდეო ჩანაწერი)

შს სამინისტროს კითხვები არ აქვს იმ პოლიციელთან, რომელიც მოსამართლის თანაშემწისგან, ინფორმაციის იძულებით მიღებას ცდილობდა... 

შს სამინისტროს კითხვები არ აქვს იმ პოლიციელთან, რომელმაც ვანში მოქალაქე დააკავა, ტყეში წაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა

შს სამინისტროს კითხვები არ აქვს ალასანიასთან, რომელსაც მოკლული ახალგაზრდების მშობლები მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.

0

ავტორი: