22:51:22     19-12-2012
გედევან ფოფხაძე: ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია. მიმაჩნია, რომ მისი დაკავების საჭიროება არ იყო

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.
"ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია. მიმაჩნია, რომ მისი დაკავების საჭიროება არ იყო, ვინაიდან ეს ადამიანი არავის გაურბოდა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად იყო. მისი ბრალეულობა რომ დავიჯერო ძალიან სერიოზული არგუმენტები მჭირდება. მგონი მაქვს უფლება მოვითხოვო უფრო მეტი სიცხადე.
რამდენადაც ნიკას ვიცნობთ მისი პროფესიონალიზმი საეჭვო არავისთვის არ უნდა იყოს. ნიკას თავდებად დავუდგები ყველაფერში. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაზე ცუდი ნიკოლოზობაა ჩემს ცხოვრებაში", - ნათქვამია გედევან ფოფხაძის განცხადებაში.
0