უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს />


  20:22:42     19-12-2012

უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

a22588.jpg

საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და დედაქალაქში ბრუნდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტის შენობის დატოვებამდე მედიასთან სპეციალური განცხადება გააკეთეს.

მათი განცხადებით, ქვეყანაში დღეს რამდენიმე ისეთი მოვლენა მოხდა, რომელიც ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყებაზე მიუთითებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარება, ქუთაისში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატებზე თავდასხმა და ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრება.

"ქვეყანა მიადგა ზღვარს, როცა მთავრდება დემოკრატია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური დევნა და განადგურება იწყება. ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათ საპარლამენტო დემოკრატიის ფასადური იერსახე არ უნდა შექმნან და პარლამენტში საქმიანობას შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

0

ავტორი: