18:07:13     19-12-2012
აგრესიულმა "მეოცნებეებმა" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აკაკი მინაშვილსა და მარიამ საჯაიას

"ქართული ოცნების" წევრებმა, ლიდერების ორგანიზებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს უმცირესობის დეპუტატებს, აკაკი მინაშვილსა და მარიამ საჯაიას.
ქუთაისში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის წევრებს ხვდებოდა. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ მინისტრ ივანიშვილის წახალისებითა და "ქართული ოცნების" ლიდერების ორგანიზებით პარალელურად აქცია მიმდინარეობდა - საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
შეხვედრიდან გამოსულ უმცირესობის წევრებს ქუჩაში დახვდნენ ანგაჟირებული "მეოცნებეები", რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატებს, მათ შორის აკაკი მინაშვილსა და 22 წლის მარიამ საჯაიას. იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ოფისში შეჭრის მცდელობაც.
0