16:27:40     19-12-2012
ბათუმის მერმა ბათუმელებს ქალაქის ბიუჯეტის ორნახევარჯერ შემცირება აუწყა

ბათუმელებმა ოცნებები ვერ აიხდინეს... დღეს გაირკვა, რომ ახალი მთავრობა ტურისტულ ზონას ბიუჯეტს უმცირებს და სიახლეებს შეჩვეულ ქალაქს რეაბილიტაციის გარეშე ტოვებს.
დღეს ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ მედიის წარმომადგენლებს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანასური დოკუმენტი 87 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით ორნახევარჯერ შემცირებულია.
გასულ წელზე 125 მილიონით ნაკლებია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯები.
მერიის მიერ მომზადებულ ბიუჯეტში ვერ მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა 15 ქუჩის რეაბილიტაცია, სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, დროებითი თავშესაფრისა და სოციალური სახლების მშენებლობა.
ჯემალ ანანიძის განცახდებით, ახალ პროექტებზე 5000 ადგილობრივი უნდა დასაქმებულიყო.
ივანიშვილის ხელისუფლების ლოგიკა ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებით ამომრჩეველმა მეტ-ნაკლებად გაიგო. თუმცა, საზოგადოებისთვის გაუგებარია რატომ ევრძვის იგი ქვეყნის ტურისტულ ქალაქს.
ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე ჟურნალისტებს ივანიშვილმა განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს ქალაქი დაამახინჯა.
0