მოსამართლისა და მისი ოჯახის დახოცვისთვის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს (ვიდეო) მოსამართლისა და მისი ოჯახის დახოცვისთვის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს (ვიდეო) />


  13:11:43     19-12-2012

მოსამართლისა და მისი ოჯახის დახოცვისთვის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს (ვიდეო)

a22570.jpg

უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხარკოველი მოსამართლისა და მისი ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად რეზო აღმოჩნდა.

„ცხელ კვალზე დააკავეს 90-იან წლებში კანონიერ ქურდად შერაცხული კრიმინალური ავტორიტეტი რეზო. ის არცთუ დიდი ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. ცნობილია, რომ მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ანტიკვარიატთან“ - განუცხადეს უკრაინულ გამოცემა „ცენზორ. ნეტს“ მილიციაში.

იმავე წყაროს ცნობით, ოპერმუშაკები დანაშაულის კავკასიურ კვალს ეძებენ. ექსპერტები კი თვლიან, რომ ფრუნზეს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ტროფიმოვიჩისა და მისი ოჯახის წევრთა მოკვეთილი თავები დამნაშავეთა აღმოსავლურ კვალზე მიუთითებენ.

ხარკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში განაცხადეს, რომ მოსამართლის ოჯახი - მეუღლე, ვაჟიშვილი და რძალი ჯერ ცეცხლსასროლი იარაღითაც ჩაცხრილეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის მოაჭრეს თავები. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მაშინ მოხდა, როცა ოთხივე მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 

შემთხვევა 15 დეკემბერს მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოკვეთილი თავები დანაშაულის ადგილზე არ დახვდათ, ერთ-ერთი ვერსიით, თავები ბოროტმოქმედებმა თან წაიღეს.

ბინის სადარბაზოში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან უკვე ამოღებულია ჩანაწერები.

გამოძიება სასტიკი მკვლელობის მოტივს ამ დრომდე ვერ ასახელებს. მოსამართლის მიერ წარმოებულ საქმეებში ვერ მოიძებნა ისეთი საქმე, რომელიც ასეთი ანგარიშსწორების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, მუშაობენ ვერსიაზე, რომ დანაშაული ანტიკვარიატის ძარცვის მიზნით მოხდა. როგორც ცნობილია, მოკლული მოსამართლე ანტიკვარებს აგროვებდა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ჯილდოებსა და უძვირფასეს მონეტებს, რომლებიც ბინიდან წაღებული აღმოჩნდა. 0

ავტორი: