ფრანგი ჟურნალისტი: საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესი აგრესიულად გამოიყურება ფრანგი ჟურნალისტი: საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესი აგრესიულად გამოიყურება />


  18:13:13     18-12-2012

ფრანგი ჟურნალისტი: საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესი აგრესიულად გამოიყურება

a22554.jpg

ამ ეტაპზე კოჰაბიტაცია ოდნავ აგრესიული ჩანს, მაგრამ, შესაძლოა, შეიცვალოს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ალბან მიკაზიმ განაცხადა.

„ფრანგი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ივანიშვილისა და სააკაშვილის გუნდს შორის ძალაუფლების გადაცემა. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია საქართველოს აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გარეშე. პასუხებით გარკვეულწილად კმაყოფილი ვარ. საფრანგეთში დიდი გამოცდილება გვაქვს კოჰაბიტაციის სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთან ძირითად პოლიტიკური ლიდერებს შორის ნაკლები აგრესიაა. არ ვიცი, რამდენად იმუშავებს აქ ეს სისტემა. ამ ეტაპზე კოჰაბიტაცია ოდნავ აგრესიული ჩანს, მაგრამ, შესაძლოა, შეიცვალოს", - ციტირებს ფრანგ ჟურნალისტს სააგენტო „პრაიმთაიმ ნიუსი“.

ბიძინა ივანიშვილი დღეს დახურულ კარს მიღმა უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. როგორც პრემიერმა განაცხადა, მან შეძლო დაერწმუნებინა უცხოელი ჟურნალისტები, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ადგილი არ ექნება პოლიტიკურ დევნას. მისი თქმით, ყველაზე მეტი კითხვა მას  სწორედ კოჰაბიტაციის პროცესსა და შესაძლო შერჩევით სამართალზე დაუსვეს.

დღესვე ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ვლადიმერ პუტინთან ან დიმიტრი მედვედევთან მისი შეხვედრა შედგეს, თუმცაღა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ასეთი გეგმა არ არსებობს და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც ამ შეხვედრის დაგეგმვაზე არ უსაუბრიათ. რაც შეეხება მხარეებს შორის მორიგ შეხვედრას, ივანიშვილის თქმით, ის, ყველაზე გვიან, ორი თვის შემდეგ შედგება.
„ვიმედოვნებთ, ეს პროცესი გაგრძელდება და მოვახერხებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. დალაგებაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი, რაც საქართველოს კანონით ეკუთვნის. აუცილებლად პრინციპულები ვიქნებით ჩვენს ქმედებებში რუსეთთან მიმართებაში“ - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილი დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც შეეხო, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის მიზნით პრეზიდენტის ფონდიდან მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ივანიშვილმა ამ ინიციატივას „ანეკდოტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველამ კარგად იცის, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში მედიის კუთხით წინა ხელისუფლების მმართველობის დროს“.

პრემიერს კითხვა რიყის პროექტებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. პრემიერმა კვლავ „გრაფინებზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პროექტი თავის დროზე დაიწუნეს, ხოლო ის, რაც ახლა შენდება, ივანიშვილის თქმით, საშინელებაა. პრემიერმა რიყის თემაზე საუბრის შემდეგ თავისი დაკითხვის თემაც „მოხსნა“ და განაცხადა: „ჩვენება უკვე მოგეცით და გადაეცით კბილაშვილს“.

0

ავტორი: