რატომ მოკლა 23 წლის ახალგაზრდამ 85 წლის პროფესორი... რატომ მოკლა 23 წლის ახალგაზრდამ 85 წლის პროფესორი... />


  13:53:45     18-12-2012

რატომ მოკლა 23 წლის ახალგაზრდამ 85 წლის პროფესორი...

a22545.jpg

23 წლის იური ფ.-მ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ექიმი, 85 წლის ავთანდილ საყვარელიძე ურთიერშელაპარაკების შემდეგ ბალიშით გაგუდა და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს განცხადებით, 17 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს.

‘’გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, დაკავებული  ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში, 1927 წელს დაბადებული  ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა  და როგორც გაირკვა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ბინის მეპატრონე ბალიშით  გაგუდა. შემდეგ ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით, იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და   საქართველო დატოვა.  უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება  მოახდინეს. 17 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და  177-ე მუხლის  მეორე „ა"  და მესამე „გ" პუნქტით აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7  განყოფილება იძიებს’’ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საყვარელიძის მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ავრცელებს.

იური ფ.-მ დანაშაული უკვე აღიარა, ჩვენებაში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრალდებული ყვება: ‘’2012 წლის ივლისის თვეში გავიცანი ავთანდილ საყვარელიძე, რომელთანაც მაკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, უნდა დავხმარებოდი გარაჟის რეგისტრაციაში გატარებაში, რისთვისაც გამოვართვის 250 ლარი და გარაჟის საბუთები. 2012 წლის 16 დეკემბერს ავედი მასთან სახლში, რათა მეცნობებინა, რომ ეს საქმე არ კეთდებოდა, რის შემდეგაც მოგვივიდა შელაპარაკება და გავგუდე ბალიშით. შემდეგ კვალის არევის მიზნით მოვახდინე ყაჩაღობის ინსცენირება.’’

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა, 85 წლის პროფესორი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

0

ავტორი: