ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას აკეთებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას აკეთებს />


  13:21:15     18-12-2012

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას აკეთებს

a22544.jpg

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  ქობულეთის გამგეობაში გუშინ მომხდარი ინციდენტის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - არჩილ ხაბაძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუშინ მომხდარ ინცინდენტში დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე უშუალოდ მონაწილეობდა.

მისი ინფორმაციით, გამგეობაში შეჭრას სწორედ ნაკაიძე ხელმძღვანელობდა, რაც ტელეეთერში გასულ კადრებშიც ჩანს.

“ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არგუმენტის მოყვანად ისიც საკმარისია, რომ ერთ-ერთი საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირი კობა ნაკაიძე გუშინ ქობულეთში მომხდარ დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს დროული ქმედებისკენ. აჭარის მთავრობას კი კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ”,- განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, მსგავსი შეჭრის ფაქტები დაგეგმილია ბათუმის საკრებულოშიც.

განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დღის წესრიგის 41 საკითხიდან 6-ს საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ბათუმის მერიაში ტურისტული სააგენტოს შექმნის საკითხს.

ფრაქცია "ბათუმისთვის" თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მერიაში ახალი სამსახურების შექმნით "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წევრების დასაქმებას აპირებს.

"ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რადგან "ნაციონალების" თანამდებობის პირები დარჩნენ უმუშევრები და უნდათ დაასაქმონ მერიის სამსახურში", – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ტურისტული სააგენტო აღარ უნდა შეიქმნას მერიაში, რადგან ბათუმში არის ტურიზმის დეპარტამენტი, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს.

0

ავტორი: