პოლიცია მოსამართლისა და მისის ოჯახის წევრთა მოკვეთილ თავებს ეძებს პოლიცია მოსამართლისა და მისის ოჯახის წევრთა მოკვეთილ თავებს ეძებს />


  16:28:13     17-12-2012

პოლიცია მოსამართლისა და მისის ოჯახის წევრთა მოკვეთილ თავებს ეძებს

a22528.png

პოლიცია რამდენიმე ადამიანის მოკვეთილ თავებს ეძებს. სასტიკი დანაშაული უკრაინაში მოხდა. ხარკოვის ფრუნზეს რაიონულ მოსამართლესა და მისი ოჯახის წევრებს – მეუღლეს, ვაჟიშვილსა და რძალს თავები მოაჭრეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენმა ადამიანმა ჩაიდინა გაუგონარი ბოროტმოქმედება, ან რა მოტივი ამოძრავებდათ დამნაშავეებს.

სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ: ერთ-ერთი მათგანია მკვლელობა მოსამართლის კოლექციონერობის ჰობის გამო, ასევე მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა იმ საქმეებში, რომლებსაც ვლადიმერ ტროფიმვი აწარმოებდა, ძნელია დანახვა რაიმე ისეთისა, რაც მსგავსი სასტიკი შურისძიების საბაბი ან მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

უკრაინის გენერალური პროკურორი და შს მინისტრი ხარკოვში იმყოფებიან, რათა პირადად აკონტროლონ სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არ არსებობს.

 

 

 

0

ავტორი: