14:56:04     17-12-2012
დავით უსუფაშვილმა კობა დავითაშვილი ბიუროდან გააძევა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს შორის ინციდენტი მოხდა. უსუფაშვილმა დავითაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ქუთაისის პარლამენტიდან აცნობეს, დავითაშვილი დეპუტატებისგან მის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატს აუხსნა, რომ რადგან ის პარლამენტის ბიუროს წევრი არ არის, მის კანონპროექტებს დღეს დროს ვერ დაუთმობდნენ.
დავითაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომას, მის მიერ მომზადებული კანონპროექტების პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმის გამო დაესწო.
უსუფაშვილმა დავითაშვილს თავდაპირველად განუმარტა, რომ ინიციატივის დაჩქარებული რეჟიმით განხილვის არასწორად ითხოვდა, რასაც დავითაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, დეპუტატმა პროტესტი გამოთქვა, რომ მისი კოლეგის - გიგლა აბულაშვილის პროექტის განხილვა თუ შეიძლებოდა დაჩქარებული წესით მას რატომ არ აძლევდნენ ამის საშუალებას.
აღნიშნული რეპლიკის შემდეგ უსუფაშვილმა დავითაშვილს ბიურის სხდომის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა. ბიუროს სხდომიდან გაძევებული დავითაშვილი ჟურნალისტებს გაურბის და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
0