ოცნება არა ხალხს, არამედ ღარიბაშვილ-კბილაშვილის ნათესავ-მეგობრებს აუხდათ (ფაქტები) ოცნება არა ხალხს, არამედ ღარიბაშვილ-კბილაშვილის ნათესავ-მეგობრებს აუხდათ (ფაქტები) />


  13:42:23     17-12-2012

ოცნება არა ხალხს, არამედ ღარიბაშვილ-კბილაშვილის ნათესავ-მეგობრებს აუხდათ (ფაქტები)

a22523.jpg

ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ორი თვის თავზე, სასიკეთო ცლილება ამომრჩევლიელზე სწრაფად, ახალ მინისტრებს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეეხოთ. 

საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი უწყებაში დეპარტამენტების უფროსებად საკუთარ კურსელებსა და ახლობლებს ნიშნავს.

კბილაშვილმა თბილისის პროკურორად უნივერსიტეტის მეგობარი დავით კოჭლამაზაშვილი დანიშნა. ცნობისთვის, ბატონი არჩილი კოჭლამაზაშვილის შვილის ნათლიაცაა. 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დანიშნული ლაშა ლეთოდიანიც არჩილ კბილაშვილის კურსელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობრებს ოჯახის წევრები არჩია და სიმამრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თანამდებობადაკარგული მამა გამგებლის პოსტზე აღადგინა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე დააბრუნეს.

„პრესა.ჯი“ მინისტრის მამისგან შეეცადა გაეგო, რა დამსახურებისთვის აღადგინეს ის თანამდებობაზე. თუმცა ღარიბაშვილს მობილური ტელეფონი დილიდან გამორთული აქვს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წითელწყაროში რწმუნებულის ცვლილების ფაქტს ადასტურებენ.

შს მინისტრის მამის კომენტარი დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. როგორც გამოცემას ტარიელ ღარიბაშვილმა განუცხადა, სამსახურში დაბრუნების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს დეკემბრის დასაწყისში მიმართა.

ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაათავისუფლეს. თუმცა, დღეს, მინისტრი შვილის ხათრით ისევ თანამდებობაზე დანიშნეს.
0

ავტორი: