პოლიციამ მოსწავლე დააკავა, რომელიც თანატოლების მკვლელობას გეგმავდა პოლიციამ მოსწავლე დააკავა, რომელიც თანატოლების მკვლელობას გეგმავდა />


  21:37:46     16-12-2012

პოლიციამ მოსწავლე დააკავა, რომელიც თანატოლების მკვლელობას გეგმავდა

a22512.jpg

მოსწავლე, რომელიც თავისივე სკოლაში თანატოლების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ახალგაზრდა ყმაწვილმა ამის გაკეთება იმავე დღეს გადაწყვიტა, რა დღესაც ანალოგიური ტრაგედიის გამო კონექტიკუტის შტატში 26 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ამჯერად ქალაქ ბარტლსვილში მოხდა. დანაშაულებრივი ჩანაფიქრის ავტორი კონექტიკუტელ მკვლელზე 2 წლით ახალგაზრდაა. 18 წლის სემი ჩავესი თანამზრახველებს აგროვებდა და რამდენიმე მეგობარს დაჟინებით სთხოვდა, დათქმული დროისთვის საკლასო ოთახში რაც შეიძლება მეტი თანაკლასელი მოეგროვებინათ, რომ შემდეგ ოთახის კარი ჩაეკეტათ და დაეხოცათ ბავშვები. ამ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ჩავესი პოტენციურ თანამზრახველთა მოკვლას გეგმავდა.

ახალგაზრდა ბოროტმოქმედის ჩანაფიქრი სწორედ მათ გასცეს. როცა ადგილზე პოლიცია მივიდა, ჩავესი შეეცადა აუდიტორიასთან რამდენიმე ბომბი აეფეთქებინა.

ჯერჯერობით პოლიცია იკვლევს, საიდან ჰქონდა სკოლის მოსწავლე სემი ჩავესს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება.

0

ავტორი: