16:44:19     13-12-2012
პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება. სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები.
0