ბიძინა ივანიშვილი ძველი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი ძველი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას გეგმავს />


  18:05:25     12-12-2012

ბიძინა ივანიშვილი ძველი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას გეგმავს

a22462.jpg

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველებთან შეხვედრისას ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ძველი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას გულისხმობს.

პოლიტიკური დაპატიმრებების შემდეგ პრემიერი გაკულაკების პროცესს იწყებს და სოციალურად დაუცველების გულის მოგებას ამით ცდილობს.

"ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და ყველაფერს ამას გამოვაქვეყნებთ. არავითარი წყნეთი, არავითარი დაჩები, იქ კიდევ მშენებლობები მიდის... ყველაფერს გავაჩერებთ, ყველაფერი თქვენკენ წამოვა", - განუცხადა ივანიშვილმა ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველებს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მოშიმშილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს.

0

ავტორი: