ლტოლვილთა სამინისტროს ჰაკერებმა შეუტიეს ლტოლვილთა სამინისტროს ჰაკერებმა შეუტიეს />


  12:10:12     11-12-2012

ლტოლვილთა სამინისტროს ჰაკერებმა შეუტიეს

a22429.jpg

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს ჰაკერებმა შეუტიეს. სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა გუშინ განხორციელდა და. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში სამინისტროს გვერდი (www.mra.gov.ge) გათიშული იყო.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა უცნობი პირის მიერ სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული 7 გვერდიანი წერილი, რომელშიც გაჟღერდა მუქარა, რომ დაიბლოკებოდა სამინისტროს ვებ-გვერდი, ბაზა და სამინისტროს ვებ-გვერდის მუშაობა გახდებოდა შეუძლებელი. აღნიშნული წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე კიბერ შეტევა მართლაც განხორციელდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აცხადებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე იძულებულია, იფიქროს და იმუშაოს თავდაცვის საშუალებებზე.

0

ავტორი: