11:52:25     11-12-2012
გიორგი გუგავა: პარტიის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა „პრესა.ჯი“- სთან საუბარში „ბოდვას“ უწოდებს და აცხადებს, რომ 'ლეიბორისტების“ პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრობის სურვილი ბევრს აქვს.
'ეს არის სრული ბოდვა, 'ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ჩვენ ბევრს ყელში ვეჩხირებით, ამიტომ მგონია, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმარათულად გავრცელდა’’ - აცხადებს გიორგი გუგავა ‘’პრესა.ჯი’’-სთან საუბარში.
ინფორმაცია 'ლეიბორისტული პარტიის’’ ლიკვიდაციის შესახებ არაერთხელ გავრცელდა. არ არის გამორიცხული იგი პარტიის ლიდერის ორთვიან დუმილს უკავშირდებოდეს. ვინაიდან, შალვა ნათელაშვილი, რომელიც არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის მხილებით იყო დაკავებული, ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიაში ნათელაშვილის მეუღლემ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. ბელა ალანია 'ტრიბუნა’’-ში, შალვა ნათელაშვილის დეკლარაციის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნათელაშვილის დეკლარაციით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.
ბელა ალანია, როგორც ჩანს, 'ტრიბუნა’’-ს მიერ, შალვა ნათელაშვილის მიმდინარე წლის 15 მაისს შევსებული დეკლარაციიდან, საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებზე აპელირებამ გააღიზიანა.
'ტრიბუნა’’
წერდა: 'რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ნათელაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტისთვის,
„თიბისი
ბანკში“
500 აშშ დოლარის მოცულობით საკრედიტო ანგარიში აქვს, მის მეუღლეს ბელა ალანიას კი ბანკ „ვენაში“ 98 ათასი ევროს ოდენობით ანაბარი.
გასული
წლის
განმავლობაში,
ნათელაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
წევრობის
გამო
შემოსავლის
სახით
მიღებული
აქვს
67 110 ლარი.
„პროკრედიტ
ბანკში“
2011 წლის
იანვარში
2013 წლის
სექტემბრამდე
ვადით
აღებული
აქვს
25 000 აშშ დოლარის ოდენობით იპოთეკური სესხი.
საანგარიშო
პერიოდში
ნათელაშვილს
მიღებული
აქვს
კუთვნილი
ავტომანქანის
გაყიდვიდან
მიღებული
შემოსვალი
– 31 000 აშშ დოლარის ოდენობით.’’
სწორედ აღნიშნულ მასალას უპასუხა შალვა ნათელაშვილის მეუღლემ და დეტალურად აღწერა როგორ ჩაურიცხა ბადრი პატარკაციშვილმა ოპერაციისთვის მის მეუღლეს 100 ათასი ევრო, ასევე, როგორ დაუდგა თავდებში მას ლევან პირველი და როგორ უთხრა დიდმა ოლიგარქმა დახმარებაზე უარი შალვა ნათელაშვილის მეგობარს.
გთავაზობთ ნაწყვეტს ბელა ალანიას განცხადებიდან: ,,საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს თითოეული კაპიკის წარმომავლობა. მით უმეტეს, როდესაც პიროვნება არის საჯარო მოხელე ანუ დეკლარანტი. დეკლარაციაში ეს თანხა 4 წელია წერია. ხელისუფლებამ უკვე გადაამოწმა მათი წარმომავლობა. ახლა ივანიშვილი დაინტერესდა ამ თანხით. 2008 წლის დეკლარაციაში მითითებული იყო ანგრიშის გახსნის დრო, ადგილი, გამომგზავნის ვინაობები.
ვაცხადებ: 1. საბანკო ანგარიში ვენაში გაიხსნა შალვა ნათელაშვილის ოპერაციის დღეს, 2008 წლის 30 იანვარს. სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციას შევხვდი მოუმზადებელი. ვენამდე გზის ხარჯები გაიღო პატრიარქმა. ვარაუდი, იმის თაობაზე, რომ კორონოგრაფია დაგვჭირდებოდა, სამწუხაროდ აღმოჩნდა არასწორი.
იძულებული გავხდი დავკავშირებოდი ბადრი პატარკაციშვილს, შალვას მეგობრებს, თანაკურსელებს, ემიგრანტები თავისთავად გვერდით დამიდგნენ.
თანხის მოძიებამდე თავდებში დამიდგა ლევან პირველი თავისი საბანკო ანგარიშით. მეორე დილით ბატონმა ბადრიმ ჩამირიცხა 100 ათასი ევრო, ასევე ჩამირიცხეს: ანზორ კიკალიშვილმა, შალვა წიკლაურმა, ინგუშთა საკრებულოს თავმჯდომარემ გერმანიაში, დარეჯან პოლმანმა, ოფისიდან თანაპარტიელებმა... ბოდიშს ვიხდი,რომ ამ ადამიანების შეწუხება დამჭირდა.
2. საქართველოში თანხების მოსაძიებლად დახმარებას დამპირდა პროფესორების ჯგუფი უნივერსიტეტიდან: ქ-ნი დენიზა სუმბაძე მივიდა ”ქართუ ჯგუფში” და სთხოვა ოპერციის ფული... ეს პატარკაციშვილის გადმორიცხვამდე, რა თქმა უნდა, ქ-ნ დენიზას უარი უთხრეს დახმარებაზე - ”ჩვენ ასეთ რამეს არ ვაფინანსებთო”. რა თქმა უნდა, ვერავის აიძულებ დახმარებას. ეს ნებაყოფლობითია. მით უმეტეს, როცა ”ქართუს” სხვა პრიორიტეტები აქვს’’.
0