სასჯელაღსრულების სამინისტრო ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის მომხდარ ინციდენტს ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის მომხდარ ინციდენტს ადასტურებს />


  17:42:22     10-12-2012

სასჯელაღსრულების სამინისტრო ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის მომხდარ ინციდენტს ადასტურებს

a22423.jpg

ყოფილ თავდაცვისა და შს მინისტრებს შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება, ბაჩო ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ხმაური მოჰყვა.

სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, გუშინ მომხდარ ინციდენტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაწესებულებაში ხმაური ნამდვილად შეინიშნებოდა.

„ჩვენ ვიცით ის, რომ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ხმაური ნამდვილად იყო. თუმცა ვინ ვის უყვირა, მიაყენა თუ არა პატიმარმა ირაკლი ოქრუაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაჩო ახალაიას ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით.

ეს ციხეა და ელემენტარულ ხმაურს პატიმრები ხმაურითვე პასუხობენ. ყველა პატმარს ცალკე ციხეს ვერ ავუშენებთ“,- განაცხადეს სუბარის უწყებაში.

0

ავტორი: